მაურისიო სარი "ნაპოლისთან" შეხვედრას გამოტოვებს !

31-08-2019, 03:49

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი, მაურისიო სარი, "ნაპოლისთან" გასამართ შეხვედრას გამოტოვებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპეციალისტის არყოფნის მიზეზად, რამდენიმე კვირის წინ დადგენილი პნევმონია სახელდება, რის გამოც თავკაცს დროის გატარება, ექიმების მეთყვალყურეობის ქვეშ მოუწია.

ცნობების მიხედვით, სარის ამ ორთაბრძოლაში, მისი თანაშემწე, ჯოვანი მარტუსკიელო ჩაანაცვლებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, 31 აგვისტოსს, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით