ფრენკ ლამპარდი: "მეისონ მაუნთს დიდ სცენაზე ასპარეზობა არ გაუჭირდება"

31-08-2019, 03:53

ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, ინგლისელი სპეციალისტი, ფრენკ ლამპარდი, გუნდის ახალგაზრდა ნახევარმცველზე, მეისონ მაუნთზე საუბრობს:

"დიახ, მეისონს ასეთი დონის გუნდში ნათამაშები არასდროს აქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ფეხბურთის დიდ სცენაზე ასპარეზობა მოერიდება ან გაუჭირდება."

"ის არაჩვეულებრივი მოთამაშეა, რომელსაც პირადად მე, "ჩელსის" მომავალ ვარსკვლავად მივიჩნევ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გუნდი, 31 აგვისტოსს, თბილისის დროით 18:00 საათზე, "შეფილდ იუნაიტედს" დაუპირისპირდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით