პეპ გვარდიოლა: "კაილ უოლკერი ინგლისის ნაკრებში უნდა გამოეძახათ"

31-08-2019, 11:35

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, პეპ გვარდიოლა, გუნდის ინგლისელ მარჯვენა მცველზე, კაილ უოლკერზე საუბრობს:

"რა თქმა უნდა ჩემი კოლეგის, გარეთ საუთგეიტის კომპეტენციაში არ ვიჭრები და მას ჭკუას არ ვარიგებ, თუმცა მიუხედავად ამისა, ვფიქრობ რომ კაილი ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში აუცილებლად უნდა გამოეძახათ."

"ის არაჩვეულებრივ ფორმაშია და ბოლო მატჩებში შესანიშნავი პერფორმანსებით გამოიჩინა თავი, ამიტომაც ეს გადაწყვეტილება, ნამდვილად გასაკვირია."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა მოთამაშემ, 2017 წლის შემდეგ, "ქალაქელთა" რიგებში, უკვე 104 შეხვედრის ჩატარება მოასწრო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით