პეპ გვარდიოლა: "გრანდებმა პატარა გუნდებს, დახმარების ხელი უნდა გაუწოდონ"

31-08-2019, 12:35

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, პეპ გვარდიოლა, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციაზე საუბრობს:

"ესპანეთში ერთი ძალიან კარგი წესი გვქონდა, მაღალი დონის კლუბები ყოველთვის ვეხმარებოდით დაბალ დივიზიონებში მყოფ გუნდებს, მათ ფინანსურადაც ვუწვდიდით დახმარების ხელს და ჩვენს ბაზებზეც ვაძლევდით ვარჯიშის უფლებას."

"კარგი იქნება თუ ინგლისშიც მალე ასეთი რეგულაციები დამყარდება, პირადად მე ამ სიახლეს, დიდი სიამოვნებით შევეგებები."

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, გაკოტრების გამო, უდიდესი ისტორიის მქონე ბრიტანულმა კლუბმა, "ბარიმ", არსებობა შეწყვიტა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით