იკარდიმ "ინტერს" სასამართლოში უჩივლა

31-08-2019, 14:39

Gazzetta dello Sport-ის მირ ი გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილანის "ინტერის" შემტევმა, მაურო იკარდიმ კლუბს სასამართლოში უჩივლა.

წყაროს ცნობით, 26 წლის არგენტინელი პირველი გუნდის ვარჯიშებს ჩამოაშორეს და სწორედ ამის გამო მიმართა მან სასამართლოს.

როგორც ირკვევა, მაურო იკარდი "ინტერის" ხელმძღვანელობისგან პირველ გუნდში დაბრუნებას და კომპენსაციის სახით 1.5 მილიონი ევროს გადახდას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ იკარდისა და "ნერაძურის" შორის ურთიერთობა გასული სეზონის პირველ ნახევარში დაიძაბა. კლუბმა იგი ტრანსფერზე დააყენა, თუმცა ფეხბურთელი "ინტერის" დატოვებაზე უარს აცხადებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით