პოჩეტინო: "დღეს ყველაფერი გაირკვევა"

31-08-2019, 16:42

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ მედიის წარმომადგენლებთან კრისტიან ერიქსენის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა:

"დღეს ყველას გვეცოდინება დატოვებს თუ არა გუნდს ერიქსენი. ამ მომენტისთვის ეს ყველაზე მთავარია. უნდა გვესმოდეს, რომ კვირას თამაშია და ვერაფრის გაკეთებას ვერ შევძლებთ".

"არსენალთან" მატჩის წინ რა განწყობა აქვს მას? ის ბევრს მუშაობს და შეხვედრისთვის ემზადება", - განაცხადა პოჩეტინომ.

შეგახსენებთ, ერიქსენის გადაბირებით მადრიდის "რეალი" კატალონიის "ბარსელონა" და ტურინის "იუვენტუსი" ინტერესდებიან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით