ევრამ კრიშტიანუს დასცინა

31-08-2019, 18:29

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ სოციალურ ქსელში კრიშტიანუ რონალდუსთან გამართული დიალოგის სახუმარო მონაკვეთი გამოაქვეყნა.

რონალდუ - "ლანჩზე მოდიხარ თუ არა?"
ევრა - "მადლობა, მაგრამ მე უკვე დავამთავრე კარიერა და ვარჯიში აღარ მჭირდება".

ვინც არ იცით, აქვე გეტყვით, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" ასპარეზობისას, რონალდუმ მორიგი გუნდური ვარჯიშის შემდეგ ევრა საკუთარ სახლში სავახშმოდ მიიწვია.

ფრანგს ეგონა, რომ კერძებით დახუნძლული სუფრა დახვდებოდა, თუმცა მაგიდაზე მხოლოდ ქათამი, სალათები და ბევრი მწვანილი დაინახა. ვახშმის შემდეგ კრიშტიანუმ ევრა კიდევ უფრო განაცვიფრა, როდესაც ვარჯიში შესთავაზა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით