პეპ გვარდიოლა: "ემერიკ ლაპორტის ტრავმა სერიოზულია"

1-09-2019, 03:40

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, პეპ გვარდიოლა, გუნდის ფრანგ ცენტრალურ მცველზე, ემერიკ ლაპორტზე საუბრობს:

"ექიმებისგან ბოლო რამდენიმე საათია ინფორმაცია არ მიმიღია, თუმცა პირველადი ტესტირებებიდან გამომდინარე, ლაპორტს საკმაოდ სერიოზული ტრავმა აქვს."

"ის დიდი ალბათობით სანაკრებო შესვენებასაც გამოტოვებს და პრემიერ ლიგის მომდევნო მატჩებსაც."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა კლუბმა, ინგლისის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში, "ბრაიტონს" სძლია ანგარიშით 4:0.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით