მაურისიო პოჩეტინო: "თუ ლონდონურ დერბიმდე არაფერი მოხდა, მაშინ კრისტიან ერიქსენი გუნდში დარჩება"

1-09-2019, 03:44

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, არგენტინელი სპეციალისტი, მაურისიო პოჩეტინო, გუნდის დანიელ ნახევარმცველზე, კრისტიან ერიქსენზე საუბრობს:

"ბოლო პერიოდის განმავლობაში, მედიაში გამუდმებით იწერებოდა კრისტიანის სხვაგან წასვლის შესახებ, რამაც მოთამაშეზე და მის პერფორმანსებზე უარყოფითი გავლენა იქონია."

"საბედნიეროდ ეს ყველაფერი მალევე დასრულდება, რადგანაც თუ ერიქსენმა ჩვენი შემადგენლობა ლონდონურ დერბიმდე არ დატოვა, მაშინ ის მინიმუმ სეზონის ბოლომდე, "ტოტენჰემის" ფეხბურთელი იქნება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 27 წლის შუახაზელის შეძენით ამჟამად ყველაზე მეტად, მადრიდის "რეალია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით