ფრენკ ლამპარდი: "ბილი გილმორის გამოყვანა სწორი გადაწყვეტილება იყო"

1-09-2019, 09:52

ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, ინგლისელი სპეციალისტი, ფრენკ ლამპარდი, "შეფილდ იუნაიტედის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"რას ვფიქრობ მატჩის გადამწყვეტ მომენტში ბილი გილმორის გამოყვანაზე ? ეს სავსებით სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგანაც ახალგაზრდა მოთამაშეები ყველაზე მეტად, სწორედ ასეთ დროს იზრდებიან."

"თუ ამომავალ ვარსკვლავებს შანსი არ მივეცით, ისინი საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციას ვერასდროს მოახდენენ, მათი განვითარების პროცესს კი გარკვეული დრო დასჭირდება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, ფრედ დასრულდა ანგარიშით 2:2.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით