მაურო იკარდი მილანის "ინტერს" სასამართლოში უჩივის !

1-09-2019, 03:56

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მილანის "ინტერის" არგენტინელი თავდამსხმელი, მაურო იკარდი, მის გუნდს სასამართლოში უჩივის.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 26 წლის შემტევი "ნერაძურის", დისკრიმინაციასა და დაუმსახურებელ მოპყრობაში ადანაშაულებს, რადგანაც ის კლუბში დარჩენის მიუხედავად, სათამაშო დროს ვერ იღებს.

ცნობების მიხედვით, გამოძიება ამ საკითხზე უკვე დაწყებულია.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელის შემცვლელად "ინტერმა", "მანჩესტერ იუნაიტედის" ბელგიელი ვარსკვლავი, რომელუ ლუკაკუ მიიყვანა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით