მაურისიო პოჩეტინო: "ბევრ შემოთავაზებაზე ვთქვი უარი"

1-09-2019, 12:35

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, არგენტინელი სპეციალისტი, მაურისიო პოჩეტინო, მის მომავალზე საუბრობს:

"სად ვიქნები მომდევნო სეზონში ? ამ კითხვაზე მხოლოდ ერთი პასუხის გაცემა შემიძლია: არ ვიცი. ცხოვრება საკმაოდ კომპლექსურია იმისთვის, რომ 1 წლით ადრე, ასეთი მნიშვნელობის გადაწყვეტილება მიიღო და აზრი არ შეიცვალო."

"მიუხედავად ამისა, ზაფხულის განმავლობაში არაერთი შემოთავაზება მივიღე, თუმცა თითოუელ მათგანზე უარი განვაცხადე."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გუნდი, 1 სექტემბერს, თბილისის დროით 19:30 წუთზე, ლონდონის "არსენალს" დაუპირისპირდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით