სოლსკიაერი: "ის გუნდში ყველასთვის სამაგალითოა"

1-09-2019, 17:32

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ნორვეგიელმა სპეციალისტმა ოლე გუნარ სოლსკიაერიმ  "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ დენიელ ჯეიმსის შესახებ ისაუბრა.

უელსელმა ფეხბურთელმა მანჩესტერის მაისურით მე-3 გოლი გაიტანა.

"მას შემდეგ, რაც ის გუნდში მოვიდა, ყოველდღიურად უმატებს. ვფიქრობ, ის გუნდში ყველასთვის სამაგალითო უნდა იყოს. ჯეიმსი ძალიან ბევრს შრომობს და იცის, რომ განვითარება შეუძლია".

"შეიძლებოდა, მას "საუთჰემპტონთან" მეტიც გაეტანა, თუმცა მუშაობის შედეგად, ყველაფერი უკეთ იქნება და ის ტოპ მოთამაშედ ჩამოყალიბდება", - ციტირებს ნორვეგიელის სიტყვებს Goal.com-ი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით