კოუტინიო: "ამ გუნდში უფრო დიდი შესაძლებლობებია"

1-09-2019, 18:17

მიუნხენის "ბაიერნის"  ახალწვეულმა შემტევმა ფელიპე კოუტინიომ მედიის წარმომადგენლებთან გუნდში მის ახალ შესაძლებლობზე ისაუბრა.

"ამ გუნდში არიან კარგი, ძალიან კარგი და შესანიშნავი მოთამაშეები. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ და მაქვს შესაძლებლობა, მათგან ბევრი რამ ვისწავლო".

"სამწუხაროდ, :ბარსელონაში" ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც გვსურდა, თუმცა იქაც ძალიან ბევრი ვისწავლე და ძალიან ბევრი რამ მოვიგე".

"ახლა მაქვს შანსი, რომ ძალიან დიდ გუნდთან ერთად წარმატების მისაღწევად ვიბრძოლო", - განაცხადა ბრაზილიელმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით