ლანგლე: "გაცოფებული ვარ"

1-09-2019, 18:37

ლა ლიგის მატჩში "ოსასუნასთან" განცდილი მარცხის შემდეგ  მედიის წარმომადგენლებთან კატალონიის "ბარსელონას" მცველმა კლემან ლანგლემ  მცირე კომენტარი გააკეთა.

"საშინლად გაბრაზებული ვარ, რადგან, ცხადია, მოგება გვინდოდა. სამწუხაროდ, ეს ვერ მოვახერხეთ".

"გვინდა, რომ შემდეგ ტურებში უკეთ ვითამაშოთ. ბარსელონამ ქულები 2008-2009 წელსაც დაკარგა. შესაძლოა, სეზონი ცუდად დავიწყეთ, თუმცა წინ დიდი დროა და ლიდერებთან დაშორების აღმოფხვრის შანსი გვექნება".

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" პირველ 3 ტურში მხოლოდ 1 მოიგო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით