ფერდინანდი: "ვან დეიკი საუკეთესო მოთამაშედ არ უნდა დასახელებულიყო"

1-09-2019, 18:58

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა როი ფერდინანდმა უეფას მიერ წლის საუკეთესო ფეხბურთელად ვირჯილ ვან დეიკის დასახელება გააკრიტიკა.

"არ ვდაობ იმაზე, რომ ვან დეიკი დღეს მსოფლიოს საუკეთესო მცველია, მაგრამ როდესაც არსებობს ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ლიონელ მესია, რომელმაც სეზონის განმავლობაში 50 გოლი გაიტანა ან კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც მისთვის ახალ ჩემპიონატზე უდიდესი გავლენა მოახდინა და გასულ სეზონში სამი ტიტული მოიგო, ამის იგნორირება არ შეიძლება".

"ამბობენ, რომ ამ ორი ფეხბურთელის დომინირება უკვე მოსაწყენია, მაგრამ მესი და რონალდუ უკანასკნელი 12-15 წლის განმავლობაში მართლაც უპრეცედენტო შედეგებს აჩვენებენ".

"მეც ცენტრალური მცველი ვიყავი და მიხარია, რომ ჯილდო ვან დეიკმა მიიღო, ის ამას იმსახურებს, მაგრამ როდესაც არსებობს ფეხბურთელი, რომელმაც სეზონში 50 გოლი გაიტანა, ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება არ გაქვს".

"მე ჩემი ოფლით ნაშოვნ ფულს მცველების თამაშის ცქერაში არ დავხარჯავდი. გართობა მინდა, რომ ადგილზე ხტუნვა და იმის ყვირილი დავიწყო, თუ რაოდენ საოცარ თამაშს ვადევნებ თვალყურს, რაოდენ მაგარი გოლები გადის. დიახ, ფეხბურთში ყველაზე რთული სწორედ გოლების გატანაა", – ციტირებს რიო ფერდინანდის სიტყვებს BT Sport-ი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით