ლორისი: "ვეცდებით ფანებს მოლოდინი გავუმართლოთ"

1-09-2019, 19:07

პრემიერლიგის მორიგ ტურში ლონდონური დერბის წინა პრესკომფერენციაზე "ტოტენჰემის" კიპერი ჰუგო ლორისი მედიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.

"ეს შეხვედრა საუკეთესო გზაა რეაბილიტაციისთვის, რადგან გუნდის თითოეულ წევრს სურს ფორმის დაბრუნება და მოტივაცია".

"ბუნებრივია, რომ ფანების მხრიდან დიდი მოლოდინებია ამ მატჩის წინ. ჩვენ ყველას გვინდა გამარჯვება და ამისთვის საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ. საერთაშორისო მატჩების დაწყებამდე ამ სამი ქულის მოპოვება უმნიშვნელოვანესია", – აცხადებს ფრანგი მეკარე.

შეგახსენებთ, დღეს 19:30 წუთზე ლონდონის "ტოტენჰემი" "არსენალს" დაუპირისპირდება.

პრემირე ლიგის სამი ტურის შემდეგ "ტოტენჰემს" ერთი მოგება, ერთი ფრე და ერთი წაგება უგროვდება (4 ქულა), "არსენალის" ანგარიშზე კი ორი მოგება და ერთი მარცხია (6 ქულა).



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით