კანი "ბაიერნში" ბრუნდება

1-09-2019, 19:27

მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარული მეკარე, ოლივერ კანი კლუბში ბრუნდება.

"რეკორდმაისტერის" ოფიციალური საიტის ცნობით, ვეტერანი ფეხბურთელი 2020 წლის იანვრიდან გუნდის ბორდში იმუშავებს. მან უკვე მოაწერა ხუთწლიან კონტრაქტს ხელი.

გარდა ამისა, მას შემდგომ, რაც კარლ ჰაინც რუმენიგე დაკავებულ თანამდებობას დატოვებს, კანი სწორედ მის ადგილზე დაინიშნება და აღმასრულებელი დირექტორის პოსტს დაიკავებს. ეს კი 2022 წლის პირველ იანვარს მოხდება.

შეგახსენებთ, რომ 50 წლის მეკარე 1994-2008 წლებში იცავდა მიუნხენის "ბაიერნის" ღირსებას.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით