გვარდიოლა: "საქმე საკმაოდ სერიოზულადაა"

1-09-2019, 21:38

გუშინ ინგლისის პრემიერლიგის მე-4 ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მანჩესტერ "სიტიმ" "ბრაიტონს" უმასპინძლა და 4:0 იმარჯვა.

მატჩის მიმდინარეობისას "ქალაქელთა" ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა, ეიმერიკ ლაპორტიმ დაზიანება მიიღო, რის გამოც შესაცვლელი შეიქნა. როგორც პეპ გვარდიოლა აცხადებს, ტრავმა საკმაოდ სერიოზულია.

"ზუსტად არ ვიცი, თუ რა სიმძიმისაა დაზიანება. თუმცა, საქმე საკმაოდ სერიოზულადაა. ყველაფერს გამოკვლევები დაადგენს."

"სავარაუდოდ, ეიმერიკი დიდი ხნის განმავლობაში დაგვაკლდება, რაც ძალიან სამწუხაროა." - აცხადებს პეპი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით