არეოლა სამედიცინო შემოწმების გასავლელად მადრიდშია

1-09-2019, 22:05

ალფონს არეოლას ტრანსფერი მადრიდის "რეალში" დასასრულს უახლოვდება.

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, 26 წლის გოლკიპერი მადრიდშია და ის ხვალ სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ამის შემდგომ კი ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.

როგორც ცნობილია, "პსჟ" და "სამეფო კლუბი" კეილორ ნავასისა და არეოლას გაცვლაზე შეთანხმდნენ. უცნობია, მოუწევს თუ არა პარიზულ გუნდს თანხის დამატება.

შეგახსენებთ, რომ არეოლამ "მეცთან" გამართული შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით