ჩიჩარიტო ერნანდესი "სევილიაში" მიდის !

2-09-2019, 09:27

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ვესტ ჰემის" მექსიკელი თავდამსხმელის, ჩიჩარიტო ერნანდესის ახალი გუნდის ვინაობა უკვე ცნობილია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 31 წლის შემტევი, ლა ლიგაში დაბრუნდება და ამჯერად მადრიდის "რეალის" ნაცვლად, ანდალუსიური "სევილიას" მაისურს მოირგებს.

ცნობების მიხედვით, ჩიჩარიტოს ტრანსფერი ესპანელებს, 25 მილიონი ევრო დაუჯდათ.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელი "ჩაქუჩების" რიგებში, 2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით