კალუმ ჰადსონ-ოდოის დაბრუნების დრო ცნობილია !

2-09-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ცნობილი გახდა თუ როდის დაბრუნდება ლონდონის "ჩელსის" ახალგაზრდა ინგლისელი თავდამსხმელი, კალუმ ჰადსონ-ოდოი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 18 წლის შემტევი ფიქრობს, რომ თუ მისი რეაბილიტაციის პროცესი ისე წარიმართა, როგორც ეს ბოლო 2 კვირის განმავლობაში მოხდა, მაშინ ის "არისტოკრატთა" რიგებს, სანაკრებო შესვენების დასრულების შემდეგ შეუერთდება.

ცნობების მიხედვით, ჰადსონ-ოდოიმ ინდივიდუალური ვარჯიშები უკვე დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშე ტრავმის გამო ასპარეზობას, უკვე ბოლო 4 თვეა ვერ ახერხებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით