როდრი ერნანდესი: "მანჩესტერ სიტის" ემერიკ ლაპორტის გარეშე ძალიან გაუჭირდება"

2-09-2019, 12:08

"მანჩესტერ სიტის" ესპანელი ახალწვეული და ნახევარმცველი, როდრი ერნანდესი, გუნდის ფრანგ ცენტრალურ მცველზე, ემერიკ ლაპორტზე საუბრობს:

"ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთი დონის ფეხბურთელს ნაკრებში დიდი ხნის შემდეგ პირველად იძახებენ და ის ასპარეზობას ტრავმის გამო, მოულოდნელად ვეღარ ახერხებს."

"ვფიქრობ მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში "სიტის" ლაპორტის გარეშე თამაში, ძალიან გაუჭირდება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 25 წლის ფეხბურთელი ექიმების ცნობით, სანაკრებო შესვენებასთან ერთად, პრემიერ ლიგის რამდენიმე მატჩსაც გამოტოვებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით