გვარდიოლა: "კომპანის შემცვლელის შესაძენად ფინანსები აღარ გვქონდა"

2-09-2019, 16:00

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, პეპ გვარდიოლა, გუნდის ლეგენდარულ ბელგიელ ცენტრალურ მცველზე, ვინსენტ კომპანიზე საუბრობს:

"პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ისეთი მოთამაშის შეცვლა "სიტიში", როგორიც ვინსენტია, შეუძლებელია, რადგანაც კომპანის ლიდერული უნარ-ჩვევების მქონე ფეხბურთელები დღევანდელ ბაზარზე თითქმის აღარ არიან."

"რაც შეეხება უკვე პოზიციურ შემცვლელს, მის შესაძენად სამწუხაროდ ფინანსების გამონახვა ვეღარ შევძელით."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 33 წლის ფეხბურთელი "ქალაქელთა" რიგების დატოვების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნდა და "ანდერლეხტს" შეუერთდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით