მესის "ბარსელონაში" "ბაიერნის" ფეხბურთელის დამატება სურს

2-09-2019, 13:39

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა Diario გვამცნობს, კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი გუნდში დაცვის მარჯვენა ფრთის გაძლიერებას ითხოვს.

წყაროს ცნობით, ლეო მესიმ კატალონიური კლუბის მესვეურებს მიუხენის "ბაიერნის" ახალგაზრა ფეხბურთელის იოზუა კიმიხის შეძენა თხოვა.

ჯერჯერობით  არ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, აპირებს თუ არა "ბარსელონა" მესის თხოვნის გათვალისწინებას, მაგრამ აღსანიშნევია, რომ კიმიხი უკვე "ბაიერნის" უცვლელი ფიგურაა და მიუნხენელები მას მარტივად არ დათმობენ.

24 წლის გერმანელის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 70 მილიონ ევროს შეადგენს.






კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით