"პსჟ" იკარდის დამატებასთან ახლოსაა

2-09-2019, 16:54

მაურო იკარდის ირგვლივ ატეხილილი სატრანსფერო აჟიოტაჟი დასასრულს მიუახლოვდა.

იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, არგენტინელი თავდამსხმელი და მისი აგენტი, ვანდა ნარა უკვე პარიზში იმყოფებიან და დღეს კონტრაქტს გააფორმებენ.

წყაროს ცნობით, იკარდი "პსჟს" ერთწლიანი იჯარით შეუერთდება, რომლის შემდგომაც კლუბი ის 65 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოისყიდის. თავის მხრივ ფეხბურთელის ანაზღაურება წელიწადში 5 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ იკარდის "ნერაძურისთან" ბოლოს ურთიერთობა გაუფუჭდა, რის გამოც პრე-სეზონი და სერია ა-ს საწყისი ტურები გამოტოვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით