მესიმ კლუბს ნეიმარის ტრანსფერის ჩაშლა ურჩია

2-09-2019, 17:00

როგორც ჩანს, კატალონიის "ბარსელონამ" საბოლოოდ გადაიფიქრა ნეიმარ ჯუნიორის დამატება.

ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბლაუგრანას" ლიდერი, ლეო მესი კლუბის უფროსებს შეხვდა და ურჩია, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი არ დააბრუნონ.

გუნდის კაპიტანი მიიჩნევს, რომ 16 წლის შემტევს, ანსუ ფატის თავისუფლად შეუძლია პირველ გუნდში თამაში. შესაბამისად, მას უნდა მიეცეს შანსი.

შეგახსენებთ, რომ თინეიჯერი ფეხბურთელი მთავარ გუნდში მიმდინარე სეზონში გამოჩნდა და გასულ ტურში "ოსასუნას" კარი დალაშქრა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით