"მილანი" ბრაზილიელ შემტევს დაიმატებს

2-09-2019, 17:39

იტალიური მედია ავრცელებს ცნობას იმის შესახებ, რომ  "მილანი" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე ბრაზილიელი შემტევის დამატებას შეეცდება.

Football Italia-s ცნობით, "როსონერის" ხელმძღვანელობა დონეცკის "შახტარს" დაუკავშირდა და ტაისონის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო შესთავაზა. შეგახსენებთ, რომ სატრასნფერო ფანჯარა ზუსტად 10 საათში იხურება.

ტაისონი დონეცკის "შახტარის" ღირსებას 2012 წლიდან იცავს. მან გუნდის მაისური 242-ჯერ მოირგო, 44 გოლი გაიტანა და 71 საგოლე გადაცემა შეასრულა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით