ოფიციალურად: ლორენტე "ნაპოლის" ფეხბურთელია

2-09-2019, 18:37

"ნაპოლის" ოფიციალური ვებ-გვერდს ცნობით ფერნანდო ლორენტემ უკვე გააფორმა კონტრაქტი იტალიურ მხარესთან.

34 წლის ესპანელი ფეხბურთელი სეზონის ბოლოს "ტოტენჰემის" დატოვების შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსს ატარებდა. მისით რამდენიმე კლუბი იყო დაინტერესებული, თუმცა არჩევანი კარლო ანჩელოტის გუნდზე გაკეთდა.

ჯერჯერობით ახალი კონტრაქტის დეტალები არ გაოფიციალურებულა, თუმცა იტალიური პრესის თანახმად ლორენტემ "ნაპოლისთან" ორწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და თითო სეზონში 2.5 მილიონ ევროს მიიღებს ხელფასის სახით.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით