პოლ პოგბა საფრანგეთის ნაკრებს გამოაკლდა !

3-09-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგ ნახევარმცველს, პოლ პოგბას, სანაკრებო შესვენებაზე ვეღარ ვიხილავთ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 26 წლის ფეხბურთელმა სავარჯიშო სესიის დროს კოჭის დაზიანება მიიღო, რის გამოც ის 2 კვირის განმავლობაში ასპარეზობას ვერ მოახერხებს.

ცნობების მიხედვით, პოგბას საფრანგეთის ნაკრებში, ლონდონის "არსენალის" ახალგაზრდა შუახაზელი, მატეო გენდუზი ჩაანაცვლებს.

შეგახსენებთ, რომ "მამლები" 7 სექტემბერს, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის საკვალიფიკაციო შეხვედრაში, ალბანეთს დაუპირისპირდებიან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით