"ტოტენჰემის" ვარსკვლავმა საქართველო გიბრალტარს შეადარა

3-09-2019, 16:54

დანიის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის "ტოტენჰემის" ლიდერმა, კრისტიან ერიქსენმა სამომავლო დაპირისპირებებზე ისაუბრა.

"ვფიქრობ, გიბრალტართან და საქართველოსთან განსხვავებული მატჩები იქნება. გიბრალტარი ხელოვნურ საფარიან სტადიონზე თამაშობს, რაც ნაკლებად სასიამოვნოა."

"თუ ევროპის ჩემპიონატზე გვინდა მოხვედრა, ყველა შეხვედრა უნდა მოვიგოთ. შესაბამისად, საქართველოსთან სრული შემართებით ვითამაშებთ." - აცხადებს ერიქსენი.

შეგახსენებთ, რომ "ჯვაროსნები" დანიის ეროვნულ ნაკრებს 8 სექტემბერს უმასპინძლებენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით