ვენგერი: "ფეხბურთის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია"

3-09-2019, 17:44

ლონდონის "არსენალის" ყოფილი მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერის განცხადებით, მას ფეხბურთი ძალიან ენატრება.

"ახლაც ვერ ვეგუები იმ ფაქტს, რომ მატჩების დროს სათადარიგოთა სკამზე არ ვზივარ."

"დიდი სიამოვნებით გამოვცდიდი კიდევ ერთხელ ჩემს თავს რომელიმე ჩემპიონატში. ფეხბურთის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია."

"როდესაც ამდენი ხნის განმავლობაში ერთი და იმავე საქმეს აკეთებ, შემდგომ გულში სიცარიელეს გრძნობ. ახლა ზუსტად ასე ვარ." - აცხადებს ვენგერი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით