გრავესენმა მადრიდის "რეალში" გადასვლაზე ისაუბრა

3-09-2019, 17:56

ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უცნაურ ტრანსფერად ფანები ხშირად თომას გრავესენის მადრიდის "რეალში" გადასვლას ასახელებენ.

ტრანსფერიდან 14 წლის შემდგომ დანიელმა ვეტერანმა ამ თემაზე ისაუბრა.

"მე კინოში ვიყავი ჩემს ძმასთან ერთად, რა დროსაც აგენტის ზარი შემომივიდა."

"მან მითხრა: 'რას ფიქრობ მადრიდზე?' მე მეგონა, რომ "ატლეტიკოსგან" მქონდა შემოთავაზება და ვუთხარი, რომ "ევერტონიც" ძალიან მომწონდა. შემდგომ კი მითხრა, რომ ეს მადრიდის "რეალი" იყო."

"ჩემი აგენტი მალევე ჩაფრინდა ესპანეთში. ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა იყო და შესაბამისად, ყველაფერი სწრაფადვე უნდა მორჩენილიყო. საბოლოოდ ასეც მოხდა და მე მადრიდში აღმოვჩნდი." - იხსენებს გრავესენი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით