"მილანი" დონარუმასთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს

3-09-2019, 19:07

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანი" ჯანლუიჯი დონარუმასთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს.

გამოცემა Tuttosport-ის ცნობით, 20 წლის იტალიელ მეკარეს კონტრაქტი 2021 წელს ეწურება და კლუბის ხელმძღვანელობას მისი გახანგრძლივება 2024 წლამდე სურს.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმა "მილანის" ძირითად გუნდში 2015 წლიდან ასპარეზობს. მან "როსონერის" მაისური 166-ჯერ მოირგო და 60-ჯერ კარი მშრალად შეინახა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით