კრიშტიანუ: "გასული წელი ჩემთვის ყველაზე რთული იყო"

3-09-2019, 19:46

ტურინის "იუვენტუსის" ლიდერი კრიშტიანუ რონალდო პორტუგალიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

დაჯილდოვების შემდეგ კრიშტიანუმ გულშემატკივარს მიმართა.

"ინტერნეტმა, სოციალურმა ქსელებმა და მედიამ ცხოვრება საოცრად სწრაფი და სასტიკი გახადა. დღეს ცხოვრება სწორედ ასეთია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ყველას მიმართებაში".

"2018 წელი პირადი ცხოვრების თვალსაზრისით ჩემთვის ურთულესი იყო. არავის მისცეთ უფლება თქვენზე ზეგავლენა მოახდინოს და ყოველთვის იბრძოლეთ ოცნების ასასრულებლად. იფიქრეთ, რომ ერთ დღეს წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ - სწორედ ასე ვცხოვრობ მე", - აღნინა რონალდუმ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით