მჭედლიძე კარიერას კვლავ იტალიაში გააგრძელებს

3-09-2019, 20:23

როგორც მოგეხსენებათ, 13 წლიანი იტალიური ისტორიის  შემდეგ, ლევან მჭედლიძემ "ემპოლი" ივლისში დატოვა.

იტალიური მედიის ცნობით, ფეხბურთელი რამდენიმე კლუბის სამინზე იყო, მათ შორის სერია ბ-ს წარმომადგენლის, "კოსენცას" ინტერესის ობიექტსაც წარმოადგენდა. თუმცა ამ ეტაპზე ეს ინტერესი უკვე გაოფიციალურებასთან ახლოსაა. ამავე მიზეზით, მჭედლიძე იტალიაში დარჩება.

სააგენტოები წერენ, რომ მიუხედავად სატრანსფერო ფანჯრის დახურვის, "კოსენცას" მჭედლიძის დამატებას მაინც შეძლებს, რადგან ამ ეტაპზე ქართველი ფეხბურთელი უკვე თავისუფალი აგენტია.

შეგახსენებთ, რომ მჭედლიძე "ემპოლის" მთავარ გუნდში 2008 წელს გამოჩნდა. ქართველმა ლეგიონერმა ამ დროში უამრავი ტრავმის მიუხედავად, 152 შეხვედრა ჩაატარა და 19 გოლის გატანა შეძლო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით