დალიჩი: "რაკიტიჩი არ გამოგვიძახებია, რადგან პირადი პრობლემები აქვს მოსაგვარებელი"

3-09-2019, 20:52

ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა მედიის წარმომადგენლებთან ივან რაკიტიჩის შესახებ ისაუბრა, რომელიც ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში მონაწილეობას არ მიიღებს.

"მასთან ვისაუბრე. რაკიტიჩს საკუთარ გუნდში სიტუაცია ჯერჯერობით არ მოუგვარებია, ჩვენ კი ჩავთვალეთ, რომ ის ბოლომდე მზად არაა, ეროვნულ გუნდს მაქსიმალური სარგებელი მოუტანოს", - დალიჩის სიტყვებს Marca ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ დალიჩის გადაბირებით ტურინის "იუვენტუსი" ინტერესდება, თუმცა თავად ფეხბურთელს "ბარსელონას" დატოვება არ სურს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით