"ბაიერნს" ლეროი სანემ უარი უთხრა !

4-09-2019, 13:05

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ცნობილი გახდა მიზეზი იმისა თუ რატომ ვერ განახორციელა მიუნხენის "ბაიერნმა" "მანჩესტერ სიტიდან" გერმანელი თავდამსხმელის, ლეროი სანეს ტრანსფერი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეთანხმება გუნდებს შორის თითქმის უკვე მიღწეული იყო, თუმცა ბუნდესლიგის გრანდში ასპარეზობაზე თავად სანემ განაცხადა უარი.

ცნობების მიხედვით, 23 წლის შემტევს, ბავარიული კლუბის მიერ შემოთავაზებული კვირეული ანაზღაურები ვერ აკმაყოფილებდა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშე, მუხლის მყესის ტრავმის გამო, თებერვლამდე ვერ შეძლებს ასპარეზობას.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით