ლონდონის "არსენალმა" ფეხბურთელების ანაზღაურებაში 45 მილიონი გირვანქა დაზოგა !

4-09-2019, 13:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "არსენალმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში აქტიურობის შემდეგ, ფეხბურთელების ანაზღაურების თითქმის განახევრება მოახერხა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუხედავად არაერთი მაღალი დონის მოთამაშის დამატებისა, "მეთოფეთა" ხელმძღვანელებმა, 45 მილიონი გირვანქას დაზოგვა შეძლეს.

ცნობების მიხედვით, აარონ რემსის, პეტრ ჩეხის, ჰენრიხ მხითარიანისა და ნაჩო მონრეალის წასვლამ ზემოთ ხსენებულ მიღწევაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ "არსენალმა" გასულ სატრანსფერო ბაზარზე, 75 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ, ფრანგული "ლილიდან" ნიკოლას პეპე შეიძინა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით