ემრე ჩანი და მარიო მანჯუკიჩი "იუვენტუსის" ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ვერ მოხვდნენ !

4-09-2019, 14:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, იტალიელმა მაურისიო სარიმ, ჩემპიონთა ლიგის განაცხადი გაასაჯაროვა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 22 ფეხბურთელიან შემადგენლობაში მოხვედრა ყველასათვის გასაკვირად, ემრე ჩანმა და მარიო მანჯუკიჩმა ვერ მოახერხეს.

ცნობების მიხედვით, ზემოთ ხსენებულ სიას, ჯორჯო კიელინიც გამოაკლდა, რომელიც ტრავმის გამო 6 თვე ვერ შეძლებს ასპარეზობას.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ამ მიზეზით ჩანი და მანჯუკიჩი, მხოლოდ სერია ა-ში შეძლებენ ასპარეზობას.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით