ნეიმარს კონფლიქტი თანაგუნდელებთანაც აქვს

4-09-2019, 15:32

კატალონიის "ბარსელონაში" ჩაშლილი ტრანსფერის შემდგომ ნეიმარ ჯუნიორის საქმეები სულ უკან მიდის.

მოგეხსენებათ, ზაფხულის განმავლობაში მას "პსჟს" მაისურით არ უთამაშია. ახლა კი მის პრობლემებს თანაგუნდელებთან დაპირისპირებაც დაემატა.

ფრანგული გამოცემა L'Équipe-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი ვარჯიშის შემდგომ ბრაზილიელი გარემარბი თანაგუნდელს ეჩხუბა. მიზეზი კი გახლდათ ის რომ, ნეიმარმა "ბარსელონას" ფეხბურთელებს შემდეგი ტექსტი გაუგზავნა:

"შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, მე მოვდივარ!"

შეგახსენებთ, რომ ნეიმარს დაძაბული ურთიერთობა აქვს ფანებთანაც. ყოველი მატჩის დროს ისინი ღიად აჩვენებენ, რომ ფეხბურთელის გაშვება სურთ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"საუბარია არა ერთჯერად, არამედ სისტემატიურ ძალადობაზე" - ბასილაშვილის ყოფილი ცოლის ადვოკატმა განმარტება გააკეთა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით