ლოვერენი: "იტლიაში იჯარით წასვლა არ დამიმსახურებია"

4-09-2019, 16:47

"ლივერპულის" ცენტრალურმა მცველმა დეიან ლოვრენმა ჟურნალისტებთან გასული ზაფხული შეაჯამა და სამომავლო გეგმების შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა.

"ზაფხულში ჩემი დამატება ორ იტალიურ კლუბს, "მილანს" და "რომას" სურდა, თუმცა მოლაპარაკებები ჩაიშალა. მე პროფესიონალი ვარ, შარშან ჩემპიონთა ლიგა მოვიგე და მუნდიალზე ვერცხლის მედალი მოვიპოვე და გუნდიდან იჯარით წასვლას არ ვიმსახურებ".

"ლივერპულიდან წასვლაზე არც ვფიქრობ - ორი წლის წინ ახალი, 4 წლიანი კონტრაქტი გავაფორმე და აქ ბედნიერი ვარ. კლოპმა მითხრა, რომ თუ ახალ კლუბს ვიპოვიდი, შემეძლო წავსულიყავი, თუმცა ისიც დაამატა, რომ გუნდს ვჭირდები", - აღნიშნა 30 წლის ხორვატმა ფეხბურთელმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით