მანჩინი: "სომხეთში სირთულეები გველის"

4-09-2019, 19:36

ხვალ, 5 სექტემბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები გაიმართება.

იტალიის ეროვნული ნაკრები სომხეთს ესტუმრება. შეხვედრის წინ იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე ჩვენი მთავარი მიზანი ის იყო, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზური მალე მოგვეპოვებინა. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის".

"მომდევნო 2 მატჩი, რომელსაც გავმართავთ, რთული იქნება. გუნდს ერთად თითქმის 4 თვეა არ უთამაშია და ფეხბურთელები იდეალურ ფიზიკურ ფორმაში არ არიან, თუმცა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ეს 2 მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია".

"არ უნდა ვიფიქროთ, რომ სომხეთთან იოლი გასეირნება გველის. სომხებს ძალიან კარგი შემტევი ხაზი ჰყავთ. შესაბამისად, მათ უნდა ვუფრთხილდეთ",- განაცხადა სპეციალისტმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
15 სექტემბერი
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით