ემრე ჯანი: "გუნდში ამ დაპირების სანაცვლოდ დავრჩი"

4-09-2019, 20:42

ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველმა ემრე ჯანმა საჩემპიონთალიგო განაცხადის დასახელების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"ის ფაქტი რომ საჩემპიონთალიგო განაცხადში ვერ მოვხვდი, ძალიან გასაკვირია. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთ-ერთ გუნდთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი და მხოლოდ იმიტომ დავრჩი, რომ საჩემპიონთალიგო განაცხადში შეყვანას დამპირდნენ".

"როდესაც დამიკავშირდნენ, საუბარი 1 წუთსაც არ გაგრძელებულა. მითხრეს, რომ განაცხადში ვერ მოვხვდი, თუმცა მიზეზი არ უთქვამთ. ძალიან გაბრაზებული ვარ, რადგან ვფიქრობ, გასულ სეზონში საკმაოდ კარგად გამოვიყურებოდი",- განაცხადა გერმანელმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით