ერიკსენი აღიარებს: "წასვლა მინდოდა"

4-09-2019, 23:27

ლონდონის "ტოტენჰემის" ლიდერს, კრისტიან ერიკსენს მადრიდის "რეალის" შესაძლო გადასვლაზე დაუსვეს კითხვა.

"ვაღიარებ, კლუბის გამოცვლასთან ახლოს ვიყავი, თუმცა, ეს ფეხბურთია და არასდროს იცი რა მოხდება."

"ჩემს ტრანსფერზე ყოველწლიურად არის ჭორები. წელს გაძლიერებულადაც იყო, რადგან კონტრაქტის ამოწურვამდე მცირე დრო რჩება." - აცხადებს ერიკსენი.

შეგახსენებთ, რომ დანიელ ნახევარმცველს "ტოტენჰემთან" კონტრაქტი სეზონის დასრულების შემდგომ ეწურება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით