ბექემი ინგლისის ნაკრებში მუშაობას არ გამორიცხავს

5-09-2019, 00:34

ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, დევიდ ბექემმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

"ინგლისის ფეხბურთის ასოციაციაში ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ნაკრებს კარგად გავუძღვები, რადგან ეროვნულ გუნდს დიდი ხნის მანძილზე ვკაპიტნობდი."

"თუ ვინმემ შემოთავაზება გამიკეთა, რა თქმა უნდა, დავფიქრდები. მე მუდამ მზად ვარ რომ ჩემს ქვეყანას გამოვადგე ნებისმიერ საქმეში."

"ინგლისის ნაკრების მწვრთნელობა ოცნების სამუშაოა. ვფიქრობ, გარეთი დაკისრებულ მოვალეობას იდეალურად ართმევს თავს." - აცხადებს ბექემი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით