ვინსენტ კომპანი: ""რას შეგვიძლია დავაბრალოთ ეს ყოველივე ? რა თქმა უნდა საფეხბურთო ფედერაციებს"

5-09-2019, 11:35

ბელგიური "ანდერლეხტის" ახალწვეული და ცენტრალური მცველი, ვინსენტ კომპანი, ფეხბურთში რასიზმის ინციდენტებზე საუბრობს:

"რას შეგვიძლია დავაბრალოთ ეს ყოველივე ? რა თქმა უნდა საფეხბურთო ფედერაციებს, მათ არაერთი ღონისძიების გატარება შეუძლიათ რასისტული "გამოხტომების" აღსაკვეთად, თუმცა ავტორიტეტის გამოყენებას თავს არიდებენ."

"რატომ არ დაისაჯნენ ის გულშემატკივრები, რომლებიც "სტემფორდ ბრიჯზე" რაჰიმ სტერლინგს მაიმუნს ეძახდნენ და რატომ არ დაისაჯნენ ისინი, ვინც რომელუ ლუკაკუს კანის ფერის გამო დასცინოდნენ, ეს სრულებით ამაზრზენია."

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, "ინტერის" რიგებში ასპარეზობის შემდეგ, ლუკაკუ სოციალურ მედიაში რასისტული თავდასხმის მსხვერპლი გახდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით