ოლე გუნარ სოლსკიაერი: "მანჩესტერ იუნაიტედის" წარმატება პოლ პოგბას თამაშზეა დამოკიდებული"

5-09-2019, 12:08

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ნორვეგიელი სპეციალისტი, ოლე გუნარ სოლსკიაერი, გუნდის ფრანგ ნახევარმცველზე, პოლ პოგბაზე საუბრობს:

"დღევანდელ ფეხბურთში, პოგბას დონის მოთამაშე არცთუ ისე ბევრია, მას მოედნის ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია თანაგუნდელის გამორჩევა და მისთვის ზუსტი გადაცემის გაკეთება."

"ერთადერთი რამ რაც ახლა მისგან გვჭირდება, სტაბილურობაა, რადგანაც "იუნაიტედის" წარმატება, სწორედ პოლის კარგ თამაშზეა დამოკიდებული."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელი კოჭის ტრავმის გამო, 2 კვირას გამოტოვებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით