ოფიციალურად: ემერიკ ლაპორტი სეზონს გამოტოვებს !

5-09-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ სიტის" დაცვის ხაზის ლიდერს, ფრანგ ცენტრალურ მცველს, ემერიკ ლაპორტს, სერიოზული ტრავმა აქვს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 24 წლის ფეხბურთელმა, "ბრაიტონის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მუხლი დაიზინა, რის შედეგადაც ოპერაციის გაკეთება დასჭირდა.

ცნობების მიხედვით, ლაპორტის რეაბილიტაციის დრო, დაახლოებით 7-8 თვეს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულ მოთამაშეს ამ პოზიციაზე, სავარაუდოდ ბრაზილიელი ჩამშლელი ნახევარმცველი, ფერნანდიინიო ლუისი ჩაანაცვლებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით