ტემი აბრაჰამს ნაკრების არჩევა მოუწევს !

5-09-2019, 13:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ჩელსის" ინგლისელ თავდამსხმელს, ტემი აბრაჰამს, მალე ნაკრების არჩევა მოუწევს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისში დაბადებულ, თუმცა წარმომავლობით ნიგერიელ შემტევს, ორივე ქვეყნის წარმომადგენლები სთავაზობენ თავიანთი მაისურით გამოსვლას.

ცნობების მიხედვით, აბრაჰამი მის გადაწყვეტილებას მომდევნო თვის ბოლოს გაასაჯაროვებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა 21 წლის ფეხბურთელმა, პრემიერ ლიგის 4 ტურში, უკვე მოახერხა მეტოქის კარის 4-ჯერ აღება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით